18 დეკემბერი 2016, 16:37
საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელებს პატიმრობა მიუსაჯეს
პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლო
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომ საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს და მმართველს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ხმაური იყო სასამართლოს ეზოში. დაზარალებულმა მეანაბრეებმა ბრალდებულთა ადვოკატი შეძახილებით გააცილეს.
თამაზ ლობჟანიძე და მერაბ ფერაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.





