31 ოქტომბერი 2026, 22:11
ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევა უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„რა თქმა უნდა, გამოწვევა უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მახაშვილმა.





