შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, მანამდე ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან.
„ვინც ძალადობის მხარდაჭერაში ერთხელ უკვე მხილებულია, თავად უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამას აღარ გაიმეორებს.
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ.
მანამდე კი, ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.





