01 ნოემბერი 2026, 13:16
ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე
ფოტო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
გაზიარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ, ბიძინა ივანიშვილმა გააცილა.
„ტვ პირველის დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა.
შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.





