07 დეკემბერი 2016, 13:24
ზედმეტად გაცემული პენსიები, კომპენსაციები და საარსებო შემწეობა დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება
პოლიტიკა

გაზიარება
2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიები, კომპენსაციები და საარსებო შემწეობა დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.
ცვლილებება რამდენიმე კანონში შედის, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ წარადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია თანხების ამოღებასთან.
კანონპროექტი წინა მომწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული. მისი განხილვა სამივე მოსმენით ვერ მოესწრო.





