28 ნოემბერი 2016, 14:33
ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება
პოლიტიკა

პარლამენტი
გაზიარება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს.
კანონში შესატანი ცვლილებები ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.
ოპოზიცია უმრავლეობას კანონის ლიბერალიზაციაში ადანაშაულებს.
ცვლილებები პარლამენტში განსახილველად 2013 წელს შევიდა.





