სერგო თეთრაძის მეუღლე წითლიძის განცხადებაზე: შინაგან საქმეთა სამინისტროში წამება, ციხეში წამება, უკანონოდ გაყვანა ციხიდან, შევიწროება, რომელი ერთი არ გაიარა ჩემმა მეუღლემ - თვითონ მათ ინტერესებშია, რომ გაჩუმდნენ ერთხელ და სამუდამოდ
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ქრონიკასთან“ ეხმაურება. ნანა თეთრაძე ამბობს, რომ მათ ცინიზმს საზღვარი არ აქვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში წამება, ციხეში წამება, უკანონოდ გაყვანა ციხიდან, შევიწროება - რომელი ერთი არ გაიარა ჩემმა მეუღლემ. თქვენ არ იცით, ჩემთვის პირადად ეს როგორი ტრავმაა. ცინიზმს საზღვარი არ აქვს. თვითონ მათ ინტერესებშია, რომ გაჩუმდნენ ერთხელ და სამუდამოდ”, - განაცხადა ნანა თეთრაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულზე - სერგო თეთრაძის საქმეზე, კონკრეტულად თეთრაძის გვამის ეგზგუმაციის შედეგების შესახებ კითხვები თავად დასვა.





