არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას მიერ მოსამართლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს სიმპტომატურიც არის და სიმპტომურიც. მან ვერ გაიაზრა, ახლა რომ 2004-2012 წლები არ არის
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს სიმპტომატურიც არის და სიმპტომურიც, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას მიერ მოსამართლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზე საუბრისას.
გორდულაძის თქმით, მან ვერ გაიაზრა, ახლა რომ 2004-2012 წლები არ არის.
„ნიკა გვარამიას „გული სწყდება“, რომ სასამართლოზე არ აქვს გავლენა და თურმე როგორ უბედავს მოსამართლე შენიშვნის მიცემას, ან როგორ არ აქვს შესაძლებლობა, რომ დავალებები მისცეს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. დღეს რაც გააკეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, 2004-2012 წლებში როგორი სისტემური და სისტემატური იყო სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლა.
რა დღეშია ჩავარდნილი „ნაცმოძრაობა“ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პარტიები, რომ ჩვენს თანაგუნდელს კონკრეტული განცხადება მოუჭრეს, დაუმახინჯეს და გაუვრცელეს აბსოლუტურად განსხვავებულად. ისინი იმ ფაქტს ვერ გაექცევიან, რომ ომის დაწყებიდან ორ თვეში, 1633 რეზოლუციაში მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებს დაუჭირეს მხარი, სადაც მათივე წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში საუბრობდა, რომ ეს არის ფაქტები, რომ კასეტური ბომბები იქნა გამოყენებული ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან და ჩვენი ჯარისკაცები დატოვეს ჰააგის სასამართლოს წინაშე, თითქოს მათ ჩაიდინეს ომის დანაშაულები.
ჩვენი კითხვა არის უმთავრესი, რომ მათ ჩაიდინეს და აღიარეს, თუ არ ჩაუდენიათ და დაიბრალეს. ერთიც ღალატია და მეორეც“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.





