საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება სცადა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება სცადეს. პოლემიკა შეეხო როგორც მოქალაქეებისთვის დაბრუნებული ქონების მასშტაბურ სტატისტიკასა და გახმაურებულ სპეცოპერაციებს, ისე ომის თემას, სადაც ოპოზიციის წევრებმა „ისკანდერის“ ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის ხელისუფლებისთვის დამალვა აღიარეს.
პროცესის მეორე ნაწილში საკუთარი არგუმენტები „კოალიცია ცვლილებების“ წარმომადგენლებმა წარადგინეს, რომლებმაც მთავარი აქცენტი პარტიის დაფუძნების დროსა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების საკითხზე გააკეთეს.
ნინი გოგიშვილი გიამბობთ.





