ძალადობრივი აქციებისას დაკავებულთა მიერ დანაშაულის აღიარება და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა, ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან შეწყალებულთა ბულინგის მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ძალადობრივი აქციებისას დაკავებულთა მიერ დანაშაულის აღიარება და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა, ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან შეწყალებულთა ბულინგის მიზეზია. ზეწოლის სამიზნე ამჯერად ნიკოლოზ ჯავახიშვილია, რომელმაც საპატიმრო მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სხვა პატიმრებთან ერთად შეიწყალა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯავახიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა მალევე გავრცელდა განცხადება, რომელსაც ხელს თავად ჯავახიშვილი აწერს.
ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილის ქმედება ოპოზიციის განხილვისა და კრიტიკის საგანია.
დეტალებით მარიამ ქართველიშვილი.





