მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო 2026 წლის ბოლოს, ოფიციალური განხორციელებულიყო ჩვენს მეგობარ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ბაქოში ჩამოსვლა, მეგობარი აზერბაიჯანის სტუმრობა. მნიშვნელოვანი იყო 2026 წლის ბოლოს ჩემი ოფიციალური განხორციელებულიყო ჩვენს მეგობარ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ქალბატონ საჰიბა გაფაროვას, შევხვდები ასევე პრემიერ-მინისტრს ბატონ ალი ასადოვს და რა თქმა უნდა ჩემს ძვირფას კოლეგასთან და მეგობართან მქონდა შესაძლებლობა სიღრმისეულად გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩვენს დღის წესრიგზე, სამომავლო ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.





