„ნაცმოძრაობის“ კარტელის მოკავშირე „ლელო“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სააკაშვილის ცეცხლოვანი მუსტანგის დრო დადგა - „ლელო“, პარტია, რომლის შემქმნელებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ბიზნესის ტერორისა და ქონების გადაფორმების ღამის ნოტარიუსებად იყვნენ ქცეულნი იმ ბანკში, რომელიც მათ სახელს უკავშირდება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ პარტია „ლელოს“ ლიდერებზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.
„ხაზარაძე ახლა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და პარტიის მომავალი ბედი არ მგონია, რომ დიდად ანაღვლებდეს. აქ დარჩენილები კი „ლელოს“ გადასარჩენად იბრძვიან, უფრო სწორად „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური პირმშოს გადასარჩენად.
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში „ლელოს“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, რამდენად რთულია მათთვის საკუთარ პოლიტიკურ წარსულსა და განცხადებებზე პასუხისმგებლობის აღება. არჩევნებს არ აღიარებენ, სასამართლოს ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ, ძალადობრივ აქციებს მშვიდობიან პროტესტად ნათლავენ. კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „ლელო“ თავს იმართლებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მასში შემავალი პარტიების დამცველად გვევლინება და დედა პარტიის მესიჯ-ბოქსით მეტყველებს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
ნახეთ ანუკი გუმბერიძის საავტორო რეპორტაჟი, მათზე, ვინც მხარდამჭერებს ახალი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას პირდებოდა, მაგრამ სასამართლოს დარბაზში „ლელოს“ სახელით შენიღბული გულმხურვალე „ნაციონალები“ ვიხილეთ.





