იან პრაუდი: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არ გამორიცხავს დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას
პოლიტიკა

იან პრაუდი
ვიდეო/კადრი
ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არ გამორიცხავს დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში ევროკავშირმა უფრო სამართლიანი პოზიცია უნდა დაიკავოს.
„თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ ღრმა და ყოველისმომცველი თანამშრომლობის ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ვნახავთ, რომ სავაჭრო დეფიციტი საქართველოს სასარგებლოდ არ არის. ამავე დროს ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები არცთუ ისე მომგებიანია. გამომდინარე აქედან აუცილებელია, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობებს, ევროკავშირმა უფრო სამართლიანი პოზიცია უნდა დაიკავოს. ეს უფრო დიდი რისკების მომტანია, ვიდრე ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა იან პრაუდმა.





