22 ნოემბერი 2026, 17:28
„სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება!“ - ნიკა გვარამია სუროგაციის აკრძალვას ეწინააღმდეგება
პოლიტიკა

ნიკა გვარამია
ფოტო: ვიდეო/კადრი
გაზიარება
ნიკა გვარამია სუროგაციის აკრძალვას ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მიერ მოყვანილი არგუმენტების მიუხედავად, გვარამია ინიციატივას ბოროტ გადაწყვეტილებას უწოდებს.
„სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება! საპატრიარქოსთან „დალაგების“ მიზნით, ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას!“ - წერს პარტია „ახალის“ ლიდერი.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.





