იან პრაუდი: 21-ე საუკუნე იქნება საუკუნე, როდესაც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი გადაიწევს აზიაში, კოლექტიური დასავლეთი კი კარგავს მსოფლიო მასშტაბით არსებულ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გავლენებს. დაღმასვლისკენ მიმავალი კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს გავლენები. არსებობს დიდი გამოწვევები და რისკები. მიმაჩნია, რომ საქართველო საკმაოდ კარგ ბალანსს იცავს მუდმივად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში
პოლიტიკა

იან პრაუდი
ვიდეო/კადრი
21-ე საუკუნე იქნება აზიის კუთვნილი საუკუნე. ეს იქნება საუკუნე, როდესაც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი გადაიწევს აზიაში, კოლექტიური დასავლეთი კი კარგავს მსოფლიო მასშტაბით არსებულ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გავლენებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
მისი თქმით, საქართველო საკმაოდ კარგ ბალანსს იცავს მუდმივად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში.
„საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მარშრუტების თვალსაზრისით. როდესაც მოწმეები ვხდებით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადასვლაში, საქართველოს მსგავსი ქვეყნები არიან დიდი გამოწვევის წინაშე. ამავე დროს, დაღმასვლისკენ მიმავალი კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს გავლენები და ისინი ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შენჭენში გამართული შეხვედრები იყო ამის უპირველესი დასტური. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დიდი მოლოდინები, არსებობს დიდი გამოწვევები და რისკები. მიმაჩნია, რომ საქართველო საკმაოდ კარგ ბალანსს იცავს მუდმივად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, - განაცხადა იან პრაუდმა.





