ირაკლი მეზურნიშვილი: ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1.2 მილიარდით
პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჯამში, წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1.2 მილიარდით, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა. მისი თქმით, მთავრობამ პარლამენტის თითქმის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა სახელმწიფოს ახალი ბიუჯეტის შედგენისას. „მთავრობამ, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თითქმის ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა გაითვალისწინა. დაგვიბრუნა ის პროექტი, რომელსაც თვლის საჭიროდ, რომ მიიღოს პარლამენტმა. 427 მილიონი ლარითარის გაზრდილი განახლებული პროექტი ჯანდაცვის სფეროში. ჯამში, წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 1.2 მილიარდით. ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რეგიონული პროექტების განვითარებას. ფონდი იზრდება 40 მილიონი ლარით და ჯამში შეადგენს 800 მილიონ ლარს“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტს კომიტეტებისმიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ დაუბრუნა.





