შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, რომ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები
პოლიტიკა
![შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, რომ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები](https://cdn.imedi.ge/new/imedinews/U3/newcms/1764682685-shalva-papuashvili-2547.jpg)
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
განწყობა არის ძალიან პარტნიორული როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ სრული გახსნილობა და მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები, - განაცხადა ჩეხეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ხმა მიაწვდინოს ყველა ქვეყანას, რომელთან ურთიერთობებისთვისაც ზიანის მიყენება ბრიუსელმა სცადა.
„დღეს ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, ვინაიდან ხედავენ, რომ ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და მათ შეფასებებსა და განცხადებებს ყავლი გაუვიდა, დღეს ცდილობენ, რომ დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. აბსოლუტური სასწაულია, რომ ვხედავთ ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება [მას] სჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა და მშვიდობის, დიალოგისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს ცდილობს დააზიანოს კანდიდატი ქვეყანა იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ მოიყვანეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





