ალუდა ღუდუშაური: ჩეხეთში ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოსთან მიმართებით ადგილი აქვს არათანმიმდევრულ, არასამართლიან მიდგომას ევრობიუროკრატიის მხრიდან. იმედი გამოითქვა, რომ ეს მიდგომა შეიცვლება
პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური
ფოტო: ვიდეოკადრი
მასპინძელმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობას. ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობა, ეკონომიკური საკითხების გაღრმავება, გაძლიერება, რაც თავისთავად ცხადია, საქართველოს მოსახლეობას სარგებელს მოუტანს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა, რომელიც ჩეხეთში ვიზიტით იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, ჩეხეთში ძალიან კარგად ესმით, რომ მშვიდობა არის ყველაზე მთავარი.
„ჩვენ გავაცანით მთელი რიგი საკითხები, რომელიც საქართველოში ხელისუფლებამ განახორციელა და რომელიც რეფორმებს უკავშირდება. მათი მხრიდან მოწონებაა გამოხატული მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოსთან მიმართებით ადგილი აქვს არათანმიმდევრულ, არასამართლიან მიდგომას ევრობიუროკრატიის მხრიდან. იმედი გამოითქვა, რომ ეს მიდგომა შეიცვლება“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
ჩეხეთში, საპარლამენტო დელეგაციამ, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ევროპელ მაღალჩინოსნებთან, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ისე ინვესტიციებზე, ეკონომიკაზე, ტურიზმსა და შუა დერეფნის განვითარებაზე იმსჯელა.





