პროფესორი პასკალ ლოტაზი: როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია, ნათელია, რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ბრიუსელი შეეშვებოდა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდგომას
პოლიტიკა

პასკალ ლოტაზა
იმედი/ვიდეოკადრი
როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია, ნათელია, რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტაზმა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე საუბრისას.
მისი თქმით, დასავლეთში ბევრი მედიასაშუალება გარკვეული ნარატივის გავრცელებას ცდილობს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ეს არ არის მხოლოდ „ევრონიუსი“. „ფრანს 24“, BBC, „დოიჩე ველე“ - მათი ნარატივი შემდეგია, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არადემოკრატიულია, რომ მას არ ადარდებს ადამიანთა უფლებები, რომ ის პრორუსულია, ეს არის მათი ნარატივი. სინამდვილეში კი, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აქვს, საქართველო საკუთარ გზაზე დგას.
ასე რომ, როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია, ნათელია, რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა. საქმე გვაქვს არა გულწრფელ სურვილთან, რომ გაშუქდეს ვითარება დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე, არამედ ეს ემსახურებოდა მათივე ნარატივისთვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნას. ევროპული მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ ამით არის დღეს დაკავებული და სწორედ იგივე სცადეს საქართველოს პრემიერის წინააღმდეგ.
შესანიშნავი იქნებოდა, თუ ბრიუსელი შეეშვებოდა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდგომას. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ბრიუსელს სურს მორჩილი თბილისი, ისეთივე მორჩილი, როგორიც ფინეთი, გერმანია თუ მალტაა. ეს მოცემულობა ზოგიერთი სახელმწიფოსთვის მისაღებია, მცირე ზომის სახელმწიფოებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ მათ უპირობოდ უნდა მიიღონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი იტყვის", - განაცხადა პროფესორმა.





