არჩილ გორდულაძე: ზაზა ბიბილაშვილი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია ქართველ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: იმედი/კადრი
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია ქართველ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამართული სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, ზაზა ბიბილაშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი [ზაზა ბიბილაშვილი] ლაპარაკობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი საერთოდ არ არის. ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია ქართველ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი. აქამდე მივიდა ბატონი ზაზა.
ზაზა ბიბილაშვილმა მოიტყუა საკონსტიტუციო სხდომის მიმდინარეობისას, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი. ეს არის ტყუილი“, - აღნიშნა გორდულაძემ.





