26 ოქტომბერი 2026, 19:14
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება
პოლიტიკა

გაზიარება
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას განცხადებით, ხვალ პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.




