ნინო წილოსანი: ოპოზიციის უგუნურება იმით დასტურდება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაზე აისახება
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მათი [ოპოზიციის] უგუნურება იმით დასტურდება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაზე აისახება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ შეიძლება განვიხილოთ სერბეთის არჩევნები საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ან რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას.
„მათი [ოპოზიციის] უგუნურება იმით დასტურდება, რომ ჰგონიათ, სადღაც თუ შეიცვალა ხელისუფლება, ეს ავტომატურად მათთვის წყლის გადმოსხმაზე აისახება. წარმოუდგენელია, რომ ასე პრიმიტიულად შეხვდე ამ ყველაფერს. დასაფასებელია სერბი ხალხის არჩევანი, თუმცა ამ ჩვენი აგენტურის და რადიკალების ჟრიამულის საპასუხოდ, მინდა გითხრათ, რომ სერბეთში მმართველ პარტიასაც და ოპონენტებსაც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განმასხვავებელი არაფერი ჰქონდათ. რუსეთთან მიმართებითაც, მეტ-ნაკლებად ერთნაირი პოზიცია აქვთ, რომ ეწინააღმდეგებიან მისთვის სანქციების დაწესებას. ამ არანორმალურებს ამ ყველაფერს ვერ აუხსნი - არიან ჟრიამულში. არ არსებობს „ნაციონალების“ მობრუნება და ამას ყველაზე კარგად ქართველი ხალხი სცემს პასუხს“, - აღნიშნა წილოსანმა.
25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადადგა, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავდა. მის მთავარ მეტოქეს წარმოადგენდა მოძრაობა „სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“, რომელიც ფორმალურად სულ რაღაც ერთ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა, თუმცა პრაქტიკულად ქვეყანაში ჯერ კიდევ 2024 წლიდან დაწყებული პროტესტის ნიადაგზე ჩამოყალიბდა.




