19 ოქტომბერი 2026, 08:37
ვოლსკი: გავიხსენოთ, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, როდესაც პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს. გაცილებით დიდი მასშტაბით და უფრო ბრუტალურად მიმდინარეობს დღეს საფრანგეთში აქციები
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
გავიხსენოთ, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, როდესაც პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტია როდესაც საქართველოში გამართულ აქციებს მშვიდობიანს უწოდებდნენ, ხოლო საფრანგეთში მიმდინარე აქციებს - ძალადობრივს.
„გაცილებით დიდი მასშტაბით და უფრო ბრუტალურად მიმდინარეობს დღეს [აქციები] საფრანგეთში“, - დასძინა მან.





