დავით მათიკაშვილი: დემოკრატია, რომელიც ბრძოლისუნარიანობას მოითხოვს, ვალდებულია ქვეყანა დაიცვას დესტრუქციული, ანტიკონსტიტუციური ე.წ. პოლიტიკური ძალებისგან. გვაქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გვაქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას შეეხება.
„დემოკრატია, რომელიც ბრძოლისუნარიანობას მოითხოვს, ვალდებულია ქვეყანა დაიცვას დესტრუქციული ანტიკონსტიტუციური ე.წ. პოლიტიკური ძალებისგან; ძალებისგან, რომლებიც იმართება და ფინანსდება უცხოეთიდან, რომელთა ერთადერთ მიზანს წარმოადგენს კონსტიტუციის ნგრევა, ქვეყნის წესწყობილების ნგრევა, რაც საზოგადოებამ საკუთარი თვალით არაერთხელ იხილა. გვაქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა მან.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე კვირაში დაიწყება.





