წარმატებული სპორტსმენების წინააღმდეგ მიმდინარე სიძულვილის კამპანია - ფსევდოლიბერალების ტერორი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ლაშა ბექაური - ჩემპიონი ყველა გაგებით! მაშინ, როცა მთელი საქართველო ლაშას გმირულ ბრძოლას ტაშს უკრავდა, ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი ქართული არ უხარიათ, სოციალურ ქსელებში ბოღმასა და ღვარძლს ანთხევდნენ.
წარმატებული სპორტსმენების წინააღმდეგ სიძულვილის კამპანია წლებია მიმდინარეობს და ამას კონკრეტული მიზეზი აქვს - სამიზნეშია ყველა ის ადამიანი, რომელთა თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცევაც ვერაფრით ვერ მოახერხეს.
ლაშა ბექაურამდე იყვნენ გიორგი გველესიანი, თორნიკე შენგელია, ცოტა ადრე - ხვიჩა კვარაცხელია, ეროვნული ნაკრების თითქმის სრული შემადგენლობა.
ნახეთ სანდრო გამსახურდიას საავტორო რეპორტაჟი ფსევდოლიბერალთა ტერორზე.




