ზვიად შალამბერიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: რეალურად, ერთადერთი, რასაც ჩვენ „გრანტების შესახებ“ კანონით ვითხოვთ, არის ის, რომ პარტიებმა დაადეკლარირონ ის თანხები, რომელსაც იღებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, უცხოეთიდან
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეალურად, ერთადერთი, რასაც ჩვენ ამ კანონით ვითხოვთ, არის ის, რომ პარტიებმა დაადეკლარირონ ის თანხები, რომელსაც იღებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარედან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
დეპუტატი ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
„ხაზგასმით არის მინიშნებული, რომ ეს [„გრანტების შესახებ“] კანონი ხელს უშლის ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებას, რაც უცნაურია. რეალურად, ერთადერთი, რასაც ჩვენ ამ კანონით ვითხოვთ, არის ის, რომ პარტიებმა დაადეკლარირონ ის თანხები, რომელსაც იღებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარედან. იმაში უცნაური არაფერია, რომ თითოეულმა ასეთმა პარტიამ საზოგადოებას აჩვენოს, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
საუბარია ვენეციის კომისიის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ კანონი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.





