თორნიკე ჭეიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც არის გაჯერებული ურთიერთგამომრიცხავი „მიგნებებით“. ის დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას ეფუძნება
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც არის გაჯერებული ურთიერთგამომრიცხავი „მიგნებებით“. ის დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას ეფუძნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატი ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
„ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც არის გაჯერებული ურთიერთგამომრიცხავი „მიგნებებით“. ის დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას ეფუძნება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ყალბ ნარატივზე და აღქმებზე დაფუძნებით აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, შეიქმნას მორიგი საინფორმაციო ხმაური“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
საუბარია დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ კანონი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.





