თამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო. შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა
პოლიტიკა

თამაზ მოლაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი შვილის პატიმრობა გაიხსენა.
მისივე თქმით, როდესაც სულხან მოლაშვილი მათიას იორშმა მოინახულა საპატიმროში, მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან მის საკანში არც ჰაერი იყო, არც მზე, არც წყალი და ფეხზე მდგომი ატარებდა მთელ დროს.
„სააკაშვილი რომ იძახის დადგმულიაო, ჩემი ბიძაშვილი იყო თუ მამიდაშვილი მათიას იორში რომ ჩამოვიდა და თქვა სულხან მოლაშვილი მაჩვენეთო. წაჰყვნენ ჩვენი მთავრობიდან ქალბატონები და რომ გაუღეს კარი სულხან მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან ჰაერი არ შედიოდა იმასთან, მზე არ შედიოდა, წყალი არა და დასაჯდომი ადგილი არ იყო. აწვალებდნენ საწოლი რომ იყო ის აკეცილი, დამაგრებული ჰქონდათ, რომ ფეხზე უნდა მდგარიყო და ტანჯავდნენ.
დედა აღარ მყავს, მამა, ძმა, მეუღლე, ეს ხომ ყველაფერი სატკივარია, მაგრამ შვილის სატკივარი სხვანაირი რაღაც არის და ძალიან ხშირად ღამე წამოვხტები ხოლმე, ჩემს წინ სურათებია ოთახში და რომ შევხედავ ხოლმე ბღავილი ამიტყდება, რომ შვილი აღარ მყავს მეთქი
დედა აღარ მყავს, მამა, ძმა, მეუღლე, ეს ხომ ყველაფერი სატკივარია, მაგრამ შვილის სატკივარი სხვანაირი რაღაც არის და ძალიან ხშირად ღამე წამოვხტები ხოლმე, ჩემს წინ სურათებია ოთახში და რომ შევხედავ ხოლმე ბღავილი ამიტყდება, რომ შვილი აღარ მყავს მეთქი“, - აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.





