დავითაძის საქმის ე.წ სკანდალმა რადიკალებს საპროტესტო მუხტი ვერ მოუტანა - ფაქტებთან დამარცხებული რადიკალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
15-წუთიანი ტყუილის ანატომია - დავითაძის ე.წ სკანდალმა რადიკალებს საპროტესტო მუხტი ვერ მოუტანა, მათ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და მძიმე თემით სცადეს საზოგადოების გაბრაზება.
გამოძიება დასრულებულია და სიმართლეც ცნობილია. ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს - რას ემსახურებოდა პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა?
იყო თუ არა მსჯავრედბულ დავითაძის მიერ სასამართლო დარბაზში გახმიანებული მძიმე ბრალდება წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი - აქ კითხვის ნიშნები აღარ არის.
ფაქტია, რადიკალები, მათთან აფილირებული მედიები და მდიდარი „ენჯეო“ სექტორი დესტაბილიზაციის შექმნას ფაქტების მანიპულაციით ცდილობდნენ.
ნახეთ საბა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟი.





