პატარა კახის დიდი პოლიტიკური ეპოქა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ისტორიაში არიან მეფეები, რომელთა მემკვიდრეობაც საუკუნეებს უძლებს, რადგან მათი ბრძოლა სამშობლოს გადარჩენას ემსახურებოდა. ერეკლე მეორე საქართველოს ისტორიაში სწორედ ასეთი იყო - მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება ეპოქა რთული არჩევანითა და ქვეყნის მომავლისთვის გადადგმული მძიმე ნაბიჯებით.
თელავი კიდევ ერთხელ გახდა ადგილი, სადაც წარსულის დიდება აწმყოს შეხვდა. შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო პატარა კახს, რომლის ისტორიული მემკვიდრეობაც დღემდე გვაფიქრებს საქართველოს ბედზე, სახელმწიფოებრივ სიმტკიცესა და ეროვნულ ღირსებაზე.
ნახეთ ანუკი გუმბერიძის საავტორო რეპორტაჟი პატარა კახის დიდ პოლიტიკურ ეპოქაზე.





