ევროპარლამენტარი მარკოს როს სემპერე: მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას
პოლიტიკა

მარკოს როს სემპერე
საქართველოს მომავალი ეკუთვნის მის ხალხს და მხოლოდ მის ხალხს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მარკოს როს სემპერემ.
„ევროკავშირში წლების განმავლობაში ვაშენებდით მჭიდრო პოლიტიკურ და საპარლამენტო ურთიერთობებს. პირადად მეც ვხედავდი, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ძმური ხალხია. მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლება ახშობს სხვა პოლიტიკურ მოძრაობებს და ზღუდავს თავისუფალ მედიას. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ჩვენ გვსურს საქართველო, რომელიც ახლოს იქნება ევროკავშირთან. ამისთვის კი გვჭირდება თავისუფალი არჩევნები, რომელიც პლურალიზმს ცნობს. ევროკავშირი ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს. დაუჭიროს მხარი მის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები და იცხოვროს მშვიდობასა და თავისუფლებაში. ჩვენ მათ ზურგს არ ვაქცევთ“, - დასძინა მან.




