მაკა ბოჭორიშვილი: გეოგრაფიული თუ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, მათ შორის „ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტშიც
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში. ასეთი გეოგრაფიული თუ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ ვისაუბროთ მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ტრამპის გზის პროექტის კონტექსტშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - „რამდენად აქვს საქართველოს საშუალება, რომ დარჩეს რეგიონში ძირითად მოთამაშედ იმ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ, იგივე, „ტრამპის მარშრუტზე?“.
„როგორც არ უნდა განვითარდეს, რა ქვეყნების გავლითაც არ უნდა განვითარდეს ეს გზები, ყველა ვარიანტში საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი და მომგებიანია“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.




