მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო
სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთოში ფიქსირდება კონკრეტული მონაწილე ქვეყნის პოზიცია, შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ევროვნული, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს.
"სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს, როდესაც ბლოკავ ქვეყანას. ვნახოთ რა მოხდება, მე მაქვს იმედი და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ თავმჯდომარეობაზე განაცხადი. წინ გავქვს განხილვა, ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევას, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




