ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამარცხვინო სპეკულაცია არ შეიძლება იყოს კომენტარის საგანი.
„რა შუაშია ალეკო ელისაშვილის პატიმრობა და რუსეთი, რა შუაშია ბარამიძის პატიმრობა, მისი სრულიად სამარცხვინო და არალეგიტიმური განცხადებების გამო და რუსეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ ასეთ განცხადებებს, არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




