ზვიად შალამბერიძე: თუ აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში ეუთო აღარ მიიწვიოს, ეს განპირობებული იქნება ეუთოს გარკვეული პოლიტიკით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის პოლიტიკური, სუბიექტური და არა ობიექტური
პოლიტიკა

თუ აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში ეუთო აღარ მიიწვიოს, ეს განპირობებული იქნება ეუთოს გარკვეული პოლიტიკით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის პოლიტიკური, სუბიექტური და არა ობიექტური, როგორც იყო აქამდე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, ეუთომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო საქართველოს მთავრობის მხრიდან ღია კრიტიკაც დაიმსახურა.
„როგორც ჩანს, ეუთოს ობიექტურობაში სხვა ქვეყნებსაც შეაქვთ უკვე ეჭვი. ჩვენ ვნახეთ ეუთოს ბოლოდროინდელი განცხადებები, რის გამოც უკვე ჩვენც ღიად გავაკრიტიკეთ განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს საქართველოს მიმართ და დღევანდელ დღესაც, თუ ტრამპმა და აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში ისინი აღარ მიიწვიონ, რა თქმა უნდა, ესეც განპირობებული იქნება ეუთოს გარკვეული პოლიტიკით, რომელიც, როგორც ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში არის პოლიტიკური, სუბიექტური და არა ობიექტური, როგორც იყო აქამდე“, — აღნიშნა შალამბერიძემ.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ „ოდირი“ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით არ მიიწვია“ - სენატორმა ჯინ შაჰინმა დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ მიიწვიეს




