ირაკლი შატაკიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ რადიკალური ე.წ. ოპოზიცია დასრულებულია და ამჯერად ეს სამართლებრივადაც დასრულდება
პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ რადიკალური ე.წ. ოპოზიცია დასრულებულია და ამჯერად ეს სამართლებრივადაც დასრულდება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
„განხილვები და რეზოლუციები ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. გასაკვირი არც ის არის, რომ ვერ ელევიან თავიანთ აგენტურულ ქსელს. ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარები აქვთ დაფინანსებული, თუმცა ეს არც ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ რადიკალური ე.წ. ოპოზიცია დასრულებულია და ამჯერად ეს სამართლებრივადაც დასრულდება“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. საქართველოს პარლამენტის წევრების შესაბამის სარჩელთან დაკავშირებით განჩინებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს.




