შალვა პაპუაშვილი შუქრი ბურჭულაძის განცხადებაზე: სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი ეუბნებოდა მამას არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს იჯექი ციხეშიო
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი ეუბნებოდა მამას არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს იჯექი ციხეშიო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შუქრი ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელსაც მიაჩნია, რომ პაატა ბურჭულაძემ დანაშაული არ უნდა აღიაროს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ პატიმართა შვილები სახლში მარტო ყოფნით ბედნიერები არიან.
„მართლაც სასწაული შვილების თაობა ჰყავთ ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. რა ვიცი, კარგია რომ ჩახუნაშვილმა არ დაუჯერა თავის შვილებს, აღიარა დანაშაული და გამოვიდა გარეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




