შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე ეუთოს არ მიწვევასთან დაკავშირებით: ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არის ნდობის კრიზისი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არის ნდობის კრიზისი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აშშ-თვის ყველაზე კარგად არის ცნობილი, თუ რა როლს ასრულებდნენ უმეტესწილად სადამკვირვებლო მისიები სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.
„ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არის ნდობის კრიზისი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ. განსაკუთრებით, რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს არჩევნებზე. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ. საქართველო ამის კარგი მაგალითია, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინა და აერია სიტუაცია. მათ შორის ვიცით ფაქტებით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთოს დელეგაციაზე იმისთვის, რომ მათ შეეცვალათ თავისი თავდაპირველი დასკვნები. ასე რომ, ყველამ იცის და ვინ თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის 2024 წლის არჩევნებში, როდესაც ვნახეთ IRI-ისა და NDI-ის ყალბი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვინ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას და ეს ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს ამის გამოხატულებაა საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება, რომ ეუთოს მისიაც არ მიიწვიეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ „ოდირი“ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით არ მიიწვია“ - სენატორმა ჯინ შაჰინმა დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ მიიწვიეს




