ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი მთავარი საკითხი IPU-ს ყველა ასამბლეაზე არის არაღიარების საკითხი, არის ოკუპაციის პრობლემის დაყენება, შესაბამისად ამ პლატფორმას ვიყენებთ სწორედ ამ მიმართულებით
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მთავარი საკითხი IPU-ს ყველა ასამბლეაზე არის არაღიარების საკითხი, არის ოკუპაციის პრობლემის დაყენება, შესაბამისად, ამ პლატფორმას ვიყენებთ სწორედ ამ მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს დელეგაცია განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს გვექნება სხვა საკითხებიც, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ასევე, სხვა აზიურ ქვეყნებთან ვისაუბრებთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.





