საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
მანამდე კი ქართველმა სპიკერმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აქცენტი გარე აქტორების მხრიდან ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევაზე გააკეთა.
„საქართველო გააჟღერებს მის ხმას, როგორს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, კონკრეტულად ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობების დეტალებზე საუბარი. შესაძლებლობა გვექნება, მონაწილეობა მივიღოთ პანელურ დისკუსიებში“, - განუცხადა ტანზანიაში ქართველ ჟურნალისტებს დელეგაციის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.




