გაემიჯნება თუ არა „ალდე“, პარტია „ლელოს“ დისკრიმინაციულ კამპანიას - „ქრონიკამ“ ორგანიზაციას შეკითხვა გაუგზავნა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
რადიკალიზმი, ლიბერალიზმის ნაცვლად, - ასე აფასებენ თბილისში, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის მიერ, პარტია „ლელო“-სთვის ზურგის გამაგრებას, რომლის წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და არაბიზაციის საფრთხეზე ლაპარაკობენ. მანამდე კი ორგანიზაციამ, არც ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორიზმის ქმედების მცდელობა დაგმო.
„ლელო“ სწორედ „ალდე“-ში შემავალი პარტიაა, „ალდე“-ს კი დეკლარირებული აქვს, არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია.
„ქრონიკამ“ კითხვა გაუგზავნა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს, აპირებენ თუ არა დააფიქსირონ პოზიცია ან გაემიჯნონ დისკრიმინაციას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე გუშინ პოსტი გამოაქვეყნა.





