აკაკი ალადაშვილი: ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სამართლებრივად საკმაოდ მყარი არგუმენტებითაა გამყარებული და ითხოვენ, რომ უკან გავიტანოთ. მეორე მხრივ, ევროკავშირში, გერმანიაში არავითარი დანაშაული არ აქვს პარტიას და მის წევრებს ჩადენილი და ითხოვენ მის გაუქმებას. ამაზე ხმას არავინ იღებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ერთი რეზოლუცია ან კრიტიკული სიტყვა თუ უნახავს საზოგადოებას იმ პროცესების მიმართ, რომ აბსოლუტურად უსამართლოდ ითხოვენ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გაუქმებას. შესაბამისად, ეს არის ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.
მისივე თქმით, გერმანიაში მმართველი პარტია ითხოვს AfD-ს გაუქმებას მხოლოდ იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება.
„ერთი რეზოლუცია ან კრიტიკული დაცდენილი სიტყვა თუ უნახავს საზოგადოებას ამ პროცესების მიმართ, როდესაც აბსოლუტურად უსამართლოდ ითხოვენ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გაუქმებას?! არავის უნახავს, რადგან ასეთი არ ყოფილა! შესაბამისად, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, რომელიც სამართლებრივად საკმაოდ მყარი არგუმენტებითაა გამყარებული და ითხოვენ, რომ ეს უკან გავიტანოთ და მეორე მხარეს, ევროკავშირში, გერმანიაში ხდება ასეთი რამ, როდესაც არავითარი დანაშაული არმაქვს პარტიას და მის წევრებს არც სახელმწიფოსა და არც ადამიანების წინაშე ჩადენილი და ითხოვენ მის გაუქმებას, ამაზე ხმას არ იღებს არავინ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასეთ ქმედებებს ჩვენ კონკრეტული ევრობიუროკრატებისგან მიჩვეული ვართ.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ დაანახონ აქაურ რადიკალებს, თავიანთ აგენტურას, რომ ისინი მათ გვერდით უდგანან და მათ ასეთი განცხადებებით აცოცხლებენ და მეორე, ყველანაირად ცდილობენ, შელახონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია“, - განაცხადა ალადაშვილმა.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში დაგმობილია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, რომ რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა აიკრძალოს.



