22 დეკემბერი 2016, 16:00
კახაბერ კუპატაძე
1000-1000-ლარიანი ჯარიმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს
პოლიტიკა

გაზიარება
სიღნაღის სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 1 000-1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა მამუკა ბაღაშვილს და ზურაბ ყოჩიაშვილს მე-7 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, პეტრე მამულაშვილის, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.
მოსამართლემ ბრალდებულები მხოლოდ ცემის ნაწილში ცნო დამნაშავედ.
საქმე ეხება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ღამეს დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს.





