ანა ბერუკაშვილი
პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
ფოტო ანი ბერუკაშვილის
2017 წელი განათლების წელი იქნება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განათლების დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტი კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დარგის მთავარი გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
"მე განათლების სისტემაში ვიყავი და ვიცი ის სირთულეები, რომლის წინაშეც დგახართ. ეს დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ გამოწვევებთან რაც სახელმწიფოს წინაშე დგას, თუმცა ამ პრობლემების დაძლევა ისევ და ისევ ჩვენი შექმნილი პროდუქტით შეიძლება", თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციაც გაიმართა. განათლების მიმართულებით ადმინისტრაციამ წელს მილიონნახევარი ლარი დახარჯა.





