ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური განცხადება
პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.
"მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა, ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის - პირველი მოსმენით და შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს - მისაღებად", განმარტებულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.





