თამარ ბუბაშვილი
m2-ის ინიციატივის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში
პოლიტიკა

ფოტო თამარ ბუბაშვილის
კომპანია m2-ის ინიციატივის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა - გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ოპოზიცია და არასამთავრობოები სხდომის შეწყვეტას და სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ. მათი განმარტებით, სამუშაო ჯგუფში სპეციალისტები, სამშენებლო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უნდა შევიდნენ.
m2 დაზიანებული ხეების მოჭრაზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს. ინიციატივას მხარს უჭერს მერია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თბილისში ბევრი დაზიანებული ხეა, თითო ხის მოჭრა კი, ბიუჯეტს დაახლოებით 60 ლარი უჯდება.
გადაწყდა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს.
უმრავლესობის განცხადებით, საუბარია მხოლოდ დაავადებული ხეების მოჭრაზე გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ ცვლილება კონკრეტული პირების პირად ინტერესებს ემსახურება.
ოპოზიციამ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეიბა არ მიიღო და სხდომა დატოვა. მოსმენას ბოლომდე არ დაესწრო არასამთავრობო სექტორიც.





