შიოლაშვილი და სხვები რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლომ ქართველების დეპორტაციის საქმეზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები, როდესაც 2006 წლის შემოდგომაზე ქართველი ფეხმძიმე ქალბატონი, 4 შვილთან ერთად, ქვეყნიდან გამოაძევა - საქმეზე "შიოლაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ", ადგილი ჰქონდა 3 მუხლის დარღვევას.
გამოძევებამდე, ისინი 2 კვირის განმავლობაში ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. საქართველოში ჩასვლის შემდეგ ქალბატონმა მკვდარი შვილი დაბადა.
სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს რამდენიმე მოქალაქის სარჩელებიც. მათ უფლებებს "კონსტიტუციის 42 მუხლი" იცავდა.





