ნინო არღვლიანი
სავარაუდოდ, გვიჩიანი და ჩემია გათავისუფლდებიან
პოლიტიკა

ფოტო ნინო არღვლიანის
ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდება გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას დანაშაულს აღარ ამტკიცებს. დღის წესრიგში მათი გათავისუფლების საკითხი დადგა.
ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
პროკურატურა ახალი გამოძიების ფარგლებში ახალ მოწმეებს დაკითხავს. პროკურორ გვანცა გვიმრაძის განცხადებით, მოწმეები გვიჩიანი-ჩემიას უდანაშაულობას დაადასტურებენ.
არ საჯაროვდება, არიან თუ არა მოწმეთა შორის ყოფილი მაღალჩინოსნები.
უკვე ცნობილია, რომ გვიჩიანი და ჩემია დღეს არ გათავისუფლებიან. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას სავარაუდოდ მომდევნო პროცესის შემდეგ დატოვებენ.
საქმე ეხება "თელასის" ფინანსური დირექტორის მკვლელობას. ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულებს თავდაპირველად უვადო პატიმრობა მიესაჯათ, მოგვიანებით - 20-20-წლიანი.





