პრეზიდენტი და პრემიერი გერმანიას სამძიმარს უცხადებენ
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მწუხარებას გამოთქვამენ.
ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი თანაუგრძნობს დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს.
დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს ასევე საქართველოს პრემიერმინისტრიც. კვირიკაშვილის განცხადებაში ნათქვამია: "ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია, ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში."





