როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას
პოლიტიკა

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტრიალოგის მიერ შემუშავებული ტექსტის საბოლოო ვარიანტზე დღეს შეთანხმდებიან.
ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტი (Coreper) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მიზნით შესაბამის რეგულაციაში ცვლილებების საკითხს დღეს კიდევ ერთხელ განიხილავს.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ამჯერად მოხდება ტრიალოგის მიერ შემუშავებული ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმება.
როგორც ცნობილია, 13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.
აღნიშნული შეთანხმება ახლა უნდა დაადასტუროს ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტმა (Coreper). შემდეგი ნაბიჯი საკითხის ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა იქნება.





